რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. ინფორმაციას პატიმრის ადვოკატი ავრცელებს.

ილია ჯანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ კობა ომანაძეს ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

ადვოკატი ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობდა.

იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×