რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) ვაზიარებ მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს კაცი,- ამის შესახებ ფეისბუქზე ცოტნე გამსახურდიამ დაწერა.

ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა, რამაც ცოტნე გამსახურდიას გაღიზიანება გამოიწვია.

„ვხვდებოდი მე ამას ამ ტიპზე. რაღაცნაირად თავს მარიდებდა სულ, თვალებში ვერ მიყურებდა. არადა, პირველი დღიდან ვუჭერდი მხარს მის უბედურებაში, მის გვერდით ვიდექი რუსთაველზე და მისი პროტესტის დროს. მერე ვიფიქრე, ალბათ პროვინციალიზმი ვერ დაუძლევია და ამიტომ ერიდება-მეთქი. ახლა დალაგდა თავის ადგილას ყველაფერი არც განვსჯი, არც განვიკითხავ, არც გავლანძღავ. უბრალოდ, ვაზიარებ როგორც მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს კაცი. სირცხვილია, დიდი სირცხვილი", - წერს ცოტნე გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×