რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.

30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, რა სახის ნარკოტიკზეა საუბარი, ექსპერტიზის შემდეგ დაზუსტდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×