რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი ამბობს, რომ ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, გიგა ქავთარაძე პოლიციას გუშინ თავად ჩაბარდა.

ჯიტა გულუა "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა.

უფლებადამცველის თქმით, დანაშაულის აღიარება არ ნიშნავს, რომ ქავთარაძე დამნაშავეა.

მისივე თქმით, თავდაპირველად აღნიშნული დანაშაულისთვის დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა. გიგა ქავთარაძე კი ნაცნობის დაკავების შემდეგ მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ღიარებითი ჩვენაბა მისცა.

"დანაშაულს რომ აღიარებს ეს არ არის მთავარი ამბავი. მანამდე დააკავეს სხვა პიროვნება, რომელიც ასევე აღიარებს აღნიშნულ ბრალს. რატომღაც ჩემმა დაცვის ქვე მყოფმა თავად გადაწყვიტა მისულიყო პოლიციაში და მიეცა ჩვენება. აღიარებითი ჩვენება არ ნიშნავს, რომ ადამიანი დამნაშავეა. ბევრი რამ არის გამოსაძიებელი, ბევრი ბუნდოვანებაა"- აცხადებს დაკავებული სასულიერო პირის უფლებადამცველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×