
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სანამ კანონმდებლობა არ შეიცვლება ვერცერთი შესაბამისი სერვისი ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს.
„არ დავიწყებ ახსნას რა არის ჩანაცვლება ზოგადად და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, უბრალოდ მოვიყვან ფაქტებს, რა არის რეალობა და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. არსებობს ბევრი ჭორი, მითი პროგრამებზე თუმცა არის რეალობაც:
დღეს ქვეყანაში ბოლო კვლევების მიხედვით არის 60 000 პრობლემური ნარკოტიკის მომხამრებელი, ანუ ადამიანები ვინც ინექციურად მოიხმარენ ნარკოტიკებს. ეს კვლევა ჩატარებულია მაშინ როცა მასიურად არ გამოიყენებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს როგორც არის მეტამფეტამინი და ამფეტამინი. შესაბამისად, ჩემი აზრით, რიცხვი ალბათ 20-25 % არის გაზრდილი.
რა სერვისი აქვს სახელმწიფოს? 40 საწოლი და კერძო კლინიკებსაც კიდე 60 საწოლამდე ანუ სულ 100 საწოლი. დეტოქსი რომელსაც აფინასებს სახელმწიფო დაახლობით თვეში 40 ადამიანის, ანუ ჯანში დეტოქს ქვეყანაში გადის 500 კაცი დადებითი შედეგი ამ მკურნალობის მეთოდით არის 5 -15%. ეს მარტო ჩვენთან არ არის ასე, მსოფლიოშიც ასეა.
მეორე არის ჩანაცვლება რომელშიც ჩართულია დაახლოებით 13000 ადამიანი და ერთი სარეაბილიტაციო სახლი, რომელიც ჯერჯერობით გრანტით ფინანსდება. ჩანაცვლებითი თერაპია არის დარგის და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი.
ახლა რა ხდება: შავ ბაზარზე შსს მიერ არ არის ამოღებული უკანონო ბრუნვიდან არცერთი მილიგრამი პროგრამის მეტადონი და ასევე სუბუქსონი, ამ ინფომრაციის გადამოწმება ძაან ადვილად შეიძლება.
შსს სამინისტრო იღებს ზოგადად 20-30 პროცენტემდე შავ ბაზარზე არსებულ ნარკოტიკს ყველაზე კარგ შემთხევვაში.