რეზონანსი
05.12.2019

პოპულარული ქართველი რეპერი ლესქო ქავთარაძე, იგივე „ლექს-სენი“, ცოტა ხნის წინ ისრაელში დააკავეს. მუსიკოსი დეტალურად საუბრობს, რაც მან თავის თავზე ისრაელის ციხეში იწვნია. რეპერი იხსენებს, რომ მასთან ერთად საკანში ერთ-ერთი დეპუტატიც იჯდა.

"საზღვარზე არ გადამიშვეს, ადამიანს როდესაც ქვეყანაში არ უშვებ, მას აქვს უფლება დაიცადოს და შემდეგ რეისს გამოჰყვეს უკან. ისინი კი, როცა არ გიშვებენ ქვეყანაში, არასასურველ სტუმრად ითვლები, დამნაშავედ გაცხადებენ და სანამ ქვეყნიდან დაგადეპორტებენ ციხეში გსვამენ. ჩვეულებრივი საპყრობილეა.

მონაწილე გოგონასთან ერთად ვიყავი წასული, რომელსაც უნდა ემღერა რესტორანში. დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად დაიჭირეს, საპყრობილეში გავიცანი. ერთი სხვათა შორის, მაჟორიტარი დეპუტატია ამ მთავრობის და ისიც ჩემთან ერთად იყო", - აცხადებს ლექს-სენი.

მომღერალი ამბობს, რომ მასთან ერთად იყვნენ ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთს თვეების ბავშვი ჰყავდა, მეორეს 4 წლის შვილი. 

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ისეთი სიცივე იყო, რომ... კაცი უფრო აიტანს და ქალებს რომ გამოვექომაგე, იქედან მეუბნებოდნენ ხომ არ გინდა აქ თვეები გაატაროო. უცხოენოვანი ქალი იყო ერთი, ეპასუხებოდა, მას ხელები და ფეხები შეუკრეს და ისე შეაგდეს საკანში.

მე აღარასდროს მექნება იქ წასვლის სურვილი! ეს სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა და ადამიანებს უნდა შეეძლოთ განსხვავება ვინ ვინ არის, ვინ არის შესაშვები და ვინ უკან დასაბრუნებელი", - განუცხადე "სარკეს" ლექს-სენმა.

(სარკე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×