რეზონანსი
05.12.2019

 გადაცემა "პრაიმ შოუს" დღევანდელი თემა საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევბია. შოუს ერთ-ერთმა წამყვანა ნინო კუზანოვამ ერთი ამბავი გაიხსენა, როცა ის, მისი მეუღლე და შვილი უბედურებას შემთხვევით გადაურჩნენ.

"თავად ვარ ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოვყევით, ჩემი მეუღლე იჯდა საჭესთან. მას რომ აეცილებინა პირისპირ შეჯახება, უზარმაზარ ტრაილერს შევასკდით, რომელზეც იდო უზარმაზარი რელსები, დასახიჩრებულები ვიყავით და მადლობა ღმერთს, რომ 3 წლის შვილი გადაგვირჩა. ის წამები, რომ უკან გინდა გაიხედო და ნახო შენი შვილი ცოცხალია თუ არა გრძელდება დაუსრულებლად. დღემდე, როდესაც ვინმესთან მანქანაში ვზივარ და ჩქარა დადის, პირში შუშების გემოს ვგრძნობ. ყველას ჰქონია,  რომ მას ეს არ დაემართება, მაგრამ ასე არ არიის", - აღნიშნა ნინო კუზანოვამ და საზოგადოებას საგზაო წესების დაცვისა და საჭესთან მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×