რეზონანსი
04.12.2019

ბირმინგემში, ასტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაკიაჟის მომაკვდინებელი საფრთხე აღმოაჩინეს. მათი თქმით, ათიდან 9 საშუალება, რომელსაც მაკიაჟის გასაკეთებლად იყენებენ, ასევე თავად კოსმეტიკა, პოტენციური მომაკვდინებელი მიკრობებით არის დაბინძურებული.

მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი წესების უგულებელყოფაა. ქალები მაკიაჟის ფუნჯებს და სპონჟებს არ რეცხავენ და საშუალებების ვადის გასვლის თარიღს ყურადღებას არ აქცევენ.

კვლევის ავტორებმა მიკროსკოპის საშუალებით 96 პომადა და ტუჩის 107 ტუჩის მბზინავი საცხი, თვალის 92 ფანქარი, წამწამების 93 ტუში და 79 სპონჟი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელში მავნე მიკრობების კონცენტრაციამ ერთ მილილიტრზე მილიონ ბაქტერიაზე მეტი შეადგინა.

დანარჩენ ნიმუშებში დაბინძურების მაჩვენებელი 3-4-ით ნაკლები იყო. ამავდროულად, მეცნიერებმა აქ სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, E.Coli, ენტერობაქტერიები და სოკო აღმოაჩინეს.

მკვლევარები მაკიაჟის მოყვარულებს მოუწოდებენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×