რეზონანსი
04.12.2019

  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, რეზიდენტურის გამოცდა, რომელიც აქამდე უფასო იყო, 80 ლარი გახდა და ამას აპროტესტებენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს შეთავაზება, რომ ეს თანხა განახევრდებოდა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მისივე თქმით, სტუდენტებმა რეზიდენტურაზე ჯერ რეგისტრაცია გაიარეს და შემდეგ გახდა ის ფასიანი, რაც მიუღებელი.

"რეზიდენტურის გამოცდა იყო უფასო ამდენი წლის განმავლობაში. რეზიდენტურის გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდა წინა კვირას, როდესაც რეგისტრაცია დასრულდა, მას შემდეგ პოსტი დაიწერა და ამ პოსტის საშუალებით გავიგეთ, რომ თურმე გამოცდაზე დასაშვებად კონკრეტულ ანგარიშზე ფული უნდა ჩავრიცხოთ და ქვითრები წარვადგინოთ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ამორალურია და ვემიჯნებით ამას. ჩვენ დავრეგისტრირდით გამოცდაზე, რომელიც უფასო იყო და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ თანხა. ამას გავაპროტესტებთ", - განაცხადა მან.

აქციის მონაწილეები სამინისტროებს 1 დღეს აძლევენ და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ, ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×