რეზონანსი
04.12.2019

  შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მერიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებიც მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა", რამაც დაძაბულობა გამოიწვია. „ქართული ოცნების" აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მიახლოვებას. მათი თქმით, დეპუტატმა ხალხის სასარგებლოდ საარჩევნო სისტემაში ცვილებებს მხარი არ დაუჭირა.

აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ამ დროისთვის, შუახევის მერიისთან სიმშვიდეა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×