რეზონანსი
04.12.2019

  მეტროსადგურ „ვარკეთილში" დაკვამლიანებაა. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მეტროსადგური „ვარკეთილი" მგზავრებს დროებით არ ემსახურება და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე" მოძრაობენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულია ენერგოჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანების მიზეზი უცნობია.

შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 17:00 საათზე შევიდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×