რეზონანსი
04.12.2019

  საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ამ პოსტით ნიკა გვარამიას ეხმიანება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს უზურპატორი უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე", - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×