რეზონანსი
04.12.2019

  სოხუმში, რესტორან "სან რემოს" მიმტანი 21 წლის დომენიკა აქირთავა, რომელიც სწორედ იმ მაგიდას ემსახურებოდა, სადაც ე.წ. კანონიერ ქურდებს ცეცხლი გაუხსნეს, სოხუმის საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

გოგონა ღრმა კომაში იმყოფებოდა. მას ინციდენტის დროს შემთხვევითი ტყვია თავში მოხვდა. როგორც სოხუმში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ოთხმა ნიღბიანმა, ავტომატით შეიარაღებულმა პირმა სროლა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მაგიდას მიმტანი მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, "სან რემოსთან" გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის უკან შაქრო კალაშოვის კლანი დგას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×