რეზონანსი
04.12.2019

წუხელ გლდანში, ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს. გამოსახლებისას დევნილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახები შენობაში უკვე ხუთი თვეა უკანონოდ ცხოვრობენ.

დევნილების თქმით, მათი შენობიდან გამოსახლება შპს "ნინოს" მოთხოვნით მოხდა, რომელიც აღნიშნული ობიექტის მესაკუთრეა. 

"ვიყავით ქუჩაში იძულებით ბავშვებთან ერთად და შევედით, 5 თვეა უკვე ვცხოვრობთ. დღეს ქალბატონი მარტო იყო დარჩენილი დილით, შეუვარდნენ ნაჯახით, შეუმტვრიეს კარი, გამოიყვანეს წიხლის ცემით და შევიდნენ თვითონ შიგნით. ახლა პოლიცია დგას და არ გვიშვებენ შიგნით, ბავშვები გვყავს ქუჩაში," - ამბობს ერთ-ერთი დევნილი, გოგა თოლორდავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×