
(რეზონანსი) ტელევიზიებმა დააფიქსირეს მცხეთის მერიაში შეტანილი კვერცხები და ცოცხები.
მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე, ტვ.1-ის ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს:
"ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან კვერცხებს და ცოცხებს ვინ ისროდა არ ვიცი, იქ ვიდექი და არ დამინახავს, არც კვერცხი და არც ცოცხი, მე არ დამინახია და რა გავაკეთო.
მცხეთის მერი ვარ, მე რა ვიცი რა არის მერიაში, სად კვერცხი დევს, საც ცოცხი რა ვიცი, კუთხე-კუნჭული ვამოწმო? დამლაგებელი კი არა ვარ. მე უნდა მენახა, თუ ვინმემ კვერცხი შემოიტანა? ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია. არ ვიცი კვერცხი და რა გავაკეთო, გინდათ წყობილებიდან გამომიყვანოთ?
შალვა ნათელაშვილის ბიჭმა დაიწყო გუშინდელი ინციდენტი, მერე მოხდა პირველი დაკავება და მოჰყვა აურზაური.
თითოეულ ქართველს მოვუწოდებ, დამიდექით გვერდში და ერთად შევძლოთ ქვეყნის სასიკეთოდ წაყვანა."