
საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირველი შვილიშვილი - ბერუკა ივანიშვილი, 29 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას. ივანიშვილების რძლის მშობიარობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავუკავშირდით ოჯახთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ღიად საუბარი არ უსურვეს, თუმცა გარკვეული დეტალების გარკვევა მაინც მოხერხda.
"ამბების" ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების რეზიდენციაში იმშობიარა. ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.
მშობიარობას ასევე ესწრებოდა ოჯახის ნდობით აღჭურვილი მეანი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან.
ჭორვილას სახლში სპეციალურად მოაწყვეს სამშობიარო ბლოკი და ინკუბატორიც კი ახალშობილისთვის, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და ბერა ივანიშვილის მეუღლემ "ინსტაგრამზე" პირველი ფოტოც გამოაქვეყნა, საყვარელ მეუღლესთან და შვილთან ერთად.
სახლში მშობიარობა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. ამ გზით მშობიარობის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახლის გარემო დედისა და ახალშობილისთვის გაცილებით უსაფრთხო და ოჯახურია, ვიდრე სამშობიაროს პალატა. ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში, უკვე ასობით შემთხვევაა, როდესაც ქალები საკუთარი სურვილით ირჩევენ შინ მშობიარობას.
ამბები.ჯი
