
აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ქვეყანაში ცნობილი ბიზნეს ოჯახის 9 წევრი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი 3 გადარჩა.
ერთი ოჯახის ოთხი თაობა აიდაჰოში, სახლში მიემგზავრებოდა ყოველწლიური სანადირო მოგზაურობის შემდეგ.
მათი თვითმფრინავი ქალაქ ჩემბერლენიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ქალაქში მაშინ ზამთრის ქარიშხალი მძვინვარებდა.
დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ჯიმ ჰანსენ-უფროსი და მისი ორი ვაჟიშვილი, კირკი და ჯიმი ჰანსენ-უმცროსი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ნავთობ კომპანიას Conrad & Bischoff-ს, ასევე კანის მოვლის ბრენდს, Kyani-ს.
გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია კატასტროფის მიზეზი, თუმცა ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად ამინდს ასახელებენ.