რეზონანსი
03.12.2019

 ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულები.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მათ მთელი ღამე მაშველებთან ერთად ტბის მიმდებარედ გაათენეს. სამძებრო ოპერაციებში დრონებიც ჩართეს.

21 და 27 წლის მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი დილით ნავით ტბაში შევიდნენ და დინებამ წაიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×