
გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი კვლავ გაურკვეველია. როგორც საპატრიარქოში ამტკიცებენ, დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტს რეკომენდაცია სამი კვირის წინ დაგაუგზავნეს.
გიორგი მამალაძის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს. მეუფე პეტრე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქო და პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებენ.
"არამარტო დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მთელი გარემოცვა პატრიარქისა და საპატრიარქო წარმოადგენენ ადამიანებს, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა აქვთ დაკარგული, შესაბამისად ნამუსი გარეცხილი. ეს არის შეთანხმებული თამაში საქართველოს პრეზიდენტთან, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ხელისუფლება გონს დროზე არ მოეგება და მაინც არ გაათავისუფლებს, ეგ ცოდვა მძიმედ დააწვება, როგორც ხელისუფლებას, ისე ეკლესიას," - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
"საპატრიარქო აპელირებს გარკვეულ გარემოებებზე, თუ რატომ არ მიმართეს უფრო ადრე. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საპატრიარქომ ერთპიროვნული ნდობა გამოუცხადა პროკურატურას იმ ფონზე, როცა დღეს ბრალის მიხედვით დამდგარ განაჩენზე აბსულუტურად ყველა, ვინც კი დაკავშირებულია საპატრიარქოსთან, პატრიარქის გარემოცვა თუ სხვადასხვა რანგის საულიერო პირები, ერთხმად აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ, დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა," - განაცხადა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.
რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს რეკომენდაციის მიუხედავად - დაკავებული დეკანოზის ოჯახი ეჭვობს, რომ საქმეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეგნებულად აფერხებენ.
ერთ-ერთ მიზეზად ის ვერსიაც დასახელდა, რომ დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ გადაგზავნილა, რასაც საპატიარქოში უარყოფენ.
წყარო: "რუსთავი 2"