რეზონანსი
02.12.2019

ხმაურია მცხეთის მერიასთან, სადაც მოძრაობა ,,გაბედეს" წევრები იმყოფებიან. "გაბედეს" წევრებსა და მცხეთის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ქალაქის მერის განცხადებით, ხუნდაძე მცხეთაში არ იმყოფება.

აქციის მონაწილეები, რომლებსაც მერიის შენობაში არ უშვებენ, აცხადებენ რომ "ქართული ოცნების" წევრები დაპირისპირებას გამწვავებას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული.

მცხეთის მერიის შესასვლელთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×