რეზონანსი
02.12.2019

კონოთეატრ „ამირანთან" დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება. პროტესტის მიზეზი თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც 3 ლგბტ თემატიკის ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. მათ შორის ერთი ქართულ ფილმია, რომლის ჩვენებაც დღეს უნდა გაიმართოს.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფილმი „კომეტები" დედისა და ოჯახის ინსტიტუტს შეურაცხჰყოფს და სიბილწის პროპაგანდაა. აქციის მონაწილეები ჩვენების ჩაშლას არ აპირებენ. ისინი კინოთეატთან შეიკრიბებიან და თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

„თუ წინა შემთხვევაში ვაჟკაცობა და კაცობა გასვარეს, ახლა უნდათ, რომ დედის და ოჯახის ინსტიტუტი შეურაცხჰყონ", - განაცხადეს აქციის ოქრგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აქცია ახალგაზრდული ცენტრის, „ზნეობის", „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საზოგადოებისთვის" ორგანიზებით იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×