რეზონანსი
02.12.2019

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა უკრაინელ დეპუტატზე, ვიაჩესლავ სობოლევზე, კიევის ცენტრში თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მისი სამი წლის ვაჟი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კიევის საოლქო საბჭოს წევრი და ბიზნესმენი რენჯ როვერის მარკის ავტომობილით მოძრაობდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ავტომობილის მფლობელისა და მსხვერპლის ვინაობას არ ასახელებს. „ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა," - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, სობოლიევის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია ფიგურირებს სისხლის სამართლის გამოძიების საქმეში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

წყარო: "ტვ25"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×