რეზონანსი
02.12.2019

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, "ქვეყანაში სამოქალაქო ომია". ამის შესახებ წულაიამ ქუთაისის მერიის წინ განაცხადა.

წულაიას თქმით, საქართველოს ახალ ტრაგედიას უმზადებენ და ქვეყანას საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ.

"ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო, ასეთი ბრძნული გამოთქმა არსებობს. მე თავის დროზე ვაფრთხილებდი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და მათ არ გაითვალისწინეს. შედეგს კი იმკიან დღეს და ეს შედეგი არის კვერცხი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას - მართეთ ქვეყანა და ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. კვერცხის ფული თუ გაქვთ, დაურიგეთ კვერცხი ხალხს. და ცოცხის ფული თუ გაქვთ, დაურიგეთ ცოცხი დასუფთავების სამსახურს", - განაცხადა წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×