რეზონანსი
02.12.2019

მიტროპილიტი იოსები, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს.

"რუსეთის გეგმა, საქართველო ქართველების გარეშე" - ამ მინაწერით გააზიარა მეუფემ ივანიშვილის ფოტო, რომლის ქვემოთ კომენტარებში წერს: "ეს რაა და ეს ვინაა; სრულიად გამოავლინა თავისი თავი; ასე რამ შეგაძულა საქართველო; ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება"

მეუფის ამ  განცხადებას მოჰყვა შეფასებებიც. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მეუფეს ეთანხმება:

"ვეთანხმები დიდ პატრიოტს და ძალიან ღვაწლმოსილ მეუფე იოსებს - საქართველოს დაცლა ქართველებისგან სწორედაც რომ რუსეთის გეგმაა და ამას ახორციელებს ივანიშვილი. ჩვენი ვალია ერისაც და ბერისაც ეს გეგმა ბოლომდე არ მივაყვანინოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×