რეზონანსი
01.12.2019

თბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება გარეუბნებში.

სინოპტიკოსის თქმით, თბილისში, ხვალ, 2 დეკემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება. 4 დეკემბერს შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ ცოტა მოიმატოს და უმეტესად უნალექო ამინდი იყოს. 5-6 დეკემბერს კი, თბილისში დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით. თბილისის შემოგარენში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. 5-6 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, მომავალი კვირის განმავლობაში შედარებით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.

ხვალ, 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, ასევე 4 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ხვალ დაიკლებს და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შედარებით ეციება. კვირის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 9-14 გრადუსია მოსალოდნელი, მინიმალური ტემპერატურა კი, 3,6 და 7 დეკემბერს, დაბლობ რაიონებში, ღამის საათებში -1, -2 გრადუსი დაფიქსირდება. ეციება მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ, 2 დეკემბერს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. არამდგრადი ამინდი 6 დეკემბრის ჩათვლით არის მოსალოდნელი. 7 დეკემბერს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა კლებას განიცდის 3, 5 და 6 დეკემბერს. ბარში შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-დან 8 გრადუსს შორის იყოს. ღამის ტემპერატურა 0-ს მიუახლოვდება.

შიდა ქართლში შესაძლოა, ღამის საათებში, ტემპერატურა -5 გრადუსამდე დავარდეს.

მომავალი კვირის განმავლობაში კახეთში, ღამის საათებში -1, -3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×