რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) ზაზა სარალიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ საქმეზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

სარალიძე ამბობს, რომ ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი.

„ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში არის მიცემული ადამიანი, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს პასუხს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამპძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან, სასამართლო პროცესებზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში, თუნდაც დამნახავებს, თუნდაც მოტყუებაში. ამ ეზოში, ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას და არც არავის სჯერა, გასაგებია, რომ დათოს ნაწილი, შეიძლება, ვერ დაინახეს, მაგრამ ლევანი სადაც მოკლეს, არ არსებობს, წითელი ჯიპის პატრონს არ დაენახა, ძალიან ბევრ ადამიანს არ დაენახა. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი" ,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. სისხლიან დაპირისპირებას 2017 წელს ორი მოზარდის, დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×