რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) ნიკა გვარამიას განცხადებას, საქართველოდან ოჯახთან ერთად წასვლის შესახებ, მეგი გოცირიძე ეხმაურება.

როგორც მან „პრაიმტაიმთან" განაცხადა, „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი იძულებულია ქვეყანა ოჯახის უსაფრთხოების გამო დატოვოს.

„გვარამია იძულებულია ქვეყანა ოჯახის უსაფრთხოების გამო დატოვოს. ის ზეწოლა, რომელიც მის ცოლ-შვილზე ხდება, რა თქმა უნდა, აუტანელია. თავად ნიკას ბევრი ებრძოლეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ახლა, ის შვილს რისკის წინაშე ვერ დააყენებს. ამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ მიღებულ ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას ვუკავშირებ.

გენერალი გოგი თათუხაშვლილი რომ ყვიროდა, მაქვს ინფორმაცია, შვილი უნდა მომიკლან და დამეხმარეო, ვინმემ ყურად იღო და არ მოუკლეს?! რა თქმა უნდა, გვარამიამ ოჯახის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და წავიდეს. მან ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და კიდევ ბევრს გააკეთებს" - ამბობს მეგო გოცირიძე „პრაიმტაიმთან".

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის ოჯახთან ერთად, საქართველოდან წასვლას აპირებს. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას, ქვეყნიდის დატოვება მათი ნებართვის გარეშე არ შეუძლია, რადგან მასზე საქმეა აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×