რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) ყაზბეგში, ლიქოკის ხეობაში 25 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

"ნიუპოსტის" ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგო მეზობელ სახლში გადავიდა, რომელიც ასევე მის ოჯახს ეკუთვნოდა და თავი თოკით ჩაოიხრჩო. გოგონას ცხედარი არასრულწლოვანმა იპოვა.

ოჯახს ჯერჯერობით უჭირს იმ მიზეზების დასახელება, თუ რა მიზეზმა მიიყვანა გოგონა სუიციდამდე.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ჩხრეკის შემდეგ გარკვეული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარზე გამოძება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×