რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) თბილისში, მეტროსადგურ "დელისთან" ერთმანეთს 13 ნომერი ავტობუსი და 149 ნომერი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, ავტობუსმა გაჩერებაზე მგზავრები ჩამოსვა, რის შემდეგაც გზის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მას წინ ყვითელი მიკროავტობუსი ჩაუდგა, რომელიც ავტობუსის მძღოლმა ვერ დაინახა.

შემთხვევის შემდეგ ორივე ტრანსპორტიდან მგზავრები ჩამოსვეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×