რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დროს, ერთმანეთს „ოპელის" და „მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი.

ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა უცნობია.

"რეგიონული კვირის" ინფორმაციით, მერსედესის ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ეტაპზე ის დაკავებულია და განყოფილებაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×