რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან „უფლებადამცველთა ასოციაციის" ორგანიზებით, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით "არა ლობიოს სამართალს" მიმდინარეობს.

აქტივისტებმა ადგილზე სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მოიტანეს.

როგორც უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა აღნიშნა, ლაშა ჩხარტიშვილის საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში "ლობიოს საქმის" სახელით, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ლობიოს აყრის გამო ადამიანებს არ იჭერენ.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტური პარტიის" წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×