რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) ხანძარი ზუგდიდში - სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ერთსართულიან სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გატანა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×