რეზონანსი
01.12.2019

 მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,არა ნაცებსო ვწერთ, მაგრამ ისევ ხმაურობენ და მოიწევენ ხელისუფლებაში. რა გავაკეთეთ მათ მოსაშორებლად, არაფერი. მეტი რა უნდა დაგვიშავონ, ქვეყნის 20% გაყიდეს, შვილები დაგვიხოცეს, კაცები გაგვიუპატიურეს, ქონება წაგვართვეს ,მოქალაქეთა ჯანსაღი ნაწილი ემიგრანტებად აქციეს, ჩვენ კიდევ ველოლიავებით ამ ნაძირლებს. ისინი დამნაშავეები არიან და მიხედეთ. ქუჩაში როგორ უნდა დადიოდნენ, დღეს კი სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას აწყობენ, არიქა ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში და მიიღეთ ისეთი კანონები, რომ თქვენ წახვიდეთო. მე უკვე დასაკარგი არაფერი აღარ მაქვს, უკურნებელი სენით ვარ დაავადებული, ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მოვესწარი სამართლის დამკვიდრებას. 

დაამთავრეთ ნაცხროვისა და მათი ანასხლეტების პარპაში, თორემ ხალხი დაამთავრებს მაგათ და ეს ქვეყნას არ უქადის კარგს. ჭკუით ქართველებო, ქუთაისმა უკვე მოგვცა მაგალითი, ნაცხროვა ქუჩაში ვერ უნდა დადიოდეს, თბილისი დაიწყებს და დაამთავრებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×