რეზონანსი
01.12.2019

 გამოცემა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში, სადაც ბიძინა ივანიშვილი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, აცხადებს, რომ პოლიტიკოსობას ერჩივნა მებაღე ყოფილიყო.

ჰუგო მილერისა და ჰელენა ბედველის სტატიაში საუბარია მილიარდერის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა, ხოლო მიმდინარე მოვლენები ივანიშვილსა და მის პარტიას კოშმარებით ემუქრება.

„რომ გვქონოდა არჩევანი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში ან პარლამენტში… ჩემს სოფელს არ დავტოვებდი... მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×