რეზონანსი
30.11.2019

მინდა ბატონ ბიძინას ოჯახში მატება მივულოცო - გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა." მინდა ბატონ ბიძინას ოჯახში მატება მივულოცო"- განაცხადა სანიკიძემ. პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს.

„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს ოჯახში მატებას, გულრწფელად მინდა მივულოცო. იმედი მაქვს, რომ ეს მას უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს" - განაცხადა სანიკიძემ

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილის ვაჟი 29 ნოემბერს დაიბადა.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდებიან, აპრილში გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×