რუსეთი ბოლო დროს გახდა მეტად აგრესიული, წევს დიდ ძალისხმევას ბირთვული იარაღის მოდერნიზების კუთხით და არღვევს შეთანხმებას საშუალო და მცირე მოქმედების რაკეტების შესახებ, მოკლედ რუსეთი ამჟამად ნატოს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ახლახან ფარნგულ ტელეარხ „ფრანს 24"-თან ინტევიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
თუმცა იქვე მან დაამშვიდა აუდიტორია და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ სამხედრო ალიანსად რჩება, რომელმაც ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში უდიდეს გამოწვევებთან ადაპტირება შეძლო.
მანამდე ანალოგიური განცხადებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ბენ უოლესი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან, როგორც ნატოს მთავარ საფრთხესთან გასამკლავებლად აუცილებელია ანგლო-საქსონური ქვეყნების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურების ძალისხმევის კოორდინირება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში რუსეთის გარდა ასევე მნიშნვნელოვან საფრთხედ რჩება კომუნისტური ჩინეთი. ამერიკის სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დიდი ომი ევრაზიის კონტინენტზე გამორიცხული სულაც არ არის, და თუ ეს მოხდა, ამერიკამ შეიარაღების ის ფორმები უნდა განავითაროს, რომელიც ამ სიტუაციაში სამხედრო სტრატეგიულ უპირატესობას უზრუნველყოფს, კერძოდ სატანკო და ქვეითთა მოტორიზებული ბრიგადები.
ამ მიართულებით ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქტიურ ნაბიჯებს უკვე დგამს, რისი დასტურიცაა ახალი მობილური ტექნიკის შექმნა. ბოლო ასეთი სიახლეა ქვეითთა ახალი მანქანის გამოშვება, რომელიც უაღრესად მობილური და მანევრირებადია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მანქანა იმ ერთგვარ სიციარიელეს ამოავსებს, რომელიც ამერიკის ჯარს ამ სფეროში გააჩნია.