რეზონანსი
30.11.2019

  ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ აქციების გამართვა, ხელისუფლების პოლიტიკურ აგონიაზე მეტყველებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ქუთაისში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანოს.

„ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მართვას აქციებით იწყებს და მითუმეტეს კრიმინალური აქციებით, ჩვენ გვახსოვს ხომ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე? - ზუსტად ასე იქცეოდნენ და როგორ მთავრდება ეს, ესეც ვიცით. ამიტომ ვართ აქ შეკრებილნი, რომ იქნებ ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს, ოღონდ ბუნებრივია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის მძევალნი ვერ ვიქნებით",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×