რეზონანსი
30.11.2019

  ხელისუფლების მიერ შექმნილი მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, „ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს".

„#სირცხვილიას არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ, პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×