რეზონანსი
30.11.2019

  თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა 29 წლის მამაკაცი, რომელიც ერთი კვირის წინ დმანისში სანადირო თოფით დაჭრეს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ღამის საათებში ე.წ სასიგნალო იარაღიდან ჰაერში გაისროლა, გასროლის ხმაზე იქვე მცხოვრებმა თანასოფლელმა სახლიდან სანადირო თოფი აიღო და მისი მიმართულებით ისროლა.

29 წლის მამაკაცს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადმოიყვანა, თუმცა ერთკვირიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე წუთის წინ დაიღუპა.

„პრაიმტაიმს" შსს-ში განუმარტეს, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავდბულია, საქმე კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მუხლზე (108) გადაკვალიფიცირდება

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×