რეზონანსი
30.11.2019

 

თუ ხელისუფლება არ აპირებს არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა უბრალოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და სურს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

„გვინდა, რომ პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამიტომ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან.

თუ ხელისუფლება არ აპირებს არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა უბრალოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა. თუ აპირებენ ჩვენი არგუმენტების მოსმენას, მზად ვართ, რომ ეს არგუმენტები წარვუდგინოთ. იმედი მაქვს, ხელისუფლება იქნება გონიერი და შეისმენს არგუმენტებს,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×