რეზონანსი
30.11.2019

 ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ „გაბედეს“ 4 წევრიდან  ერთს  5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა,  მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, კიდევ ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “გაბედეს” წევრს ანრი ჯანჯღავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გამოიტანა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს და ასევე ორივე მხარის მოწმეები. მათ შორის, ის პოლიციელები დაიკითხნენ, ვინც აღნიშნული აქტივისტების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

“მიმაჩნია, რომ ყველა პირის მიმართ უნდა შემწყდარიყო სამართალწარმოება. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მოსამართლე მოიქცა თუ არა კანონიერად, სანამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებ”,- განაცხადა ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×