რეზონანსი
30.11.2019

 „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციებზე პოლიტიკურად გაკოტრებული პოლიტიკოსები დგანან.

„რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემას ვუჭერთ მხარს, ვართ ნაწყენები იმ ვითარებაზე, რაც გააკეთეს მაჟორიტარებმა, იმ დამნაშავე, კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც, უძღვება ვითომდა აქციებს, ერთადერთი და მთავარი ამოცანაა სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი. მათ იციან, რომ ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში კონსტიტუციური, საარჩევნო გზით. მათ პოლიტიკური რეიტინგი გაკოტრებული აქვთ. დარჩენიათ ერთი გზა, ის რომ ხალხი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. გვაქვს ინფორმაცია – მოხდება გასროლა იმისთვის, რომ უფრო გაძლიერდეს მუხტი, მოიზიდონ ხალხი აქციაზე. სად არის უშიშროება? ყურადღება მიაქციონ ძალოვანმა სტრუქტურებმა ამ გარემოებას. გამოავლინონ ის პირები, რომლებიც აუცილებლად გააკეთებენ ამას, რომლებიც ცდილობენ, დააპირისპიონ ხალხი.

ამბობენ, გაერთიანებული ოპოზიციააო, მაგრამ ნახეთ, ვინ არიან: მაჭუტაძე, რომელიც დაფინანსებულია რამდნიმე მილიონით ბიუჯეტიდან, ნათელაშვილი, რომელიც ასევე დაფინასნებულია, მე თუ არა სხვა ვინ იცის, როგორ თანამშრომლობდა ნათელაშვილი სააკაშვილთან, როგორ იღებდა პოლიტიკურ დავალებებს მისგან და რა მილიონებს იღებდა სააკაშვილისგან. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ მთელი პოლიტიკური კომიტეტი წამოვედით პარტიიდან. ასევე ედპ -ს მილიონი აქვს დაფინანსება სახელმწიფო ბიუეჯტიდან. ესენი გამოდიან და ცდილობენ , რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს? რა დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას?“. დემოკრატიული არჩევნების ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ 5 მანდატს თუ მიიღებს. ეს აწეული მუხტები უკვე ვნახეთ ყველამ, გავიარეთ და აღარ გვინდა ეს დაპირისპირება. ხალხი ბრძენია, იციან, რა გეგმებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომაცაა ძალიან პატარა აქტივობები“, – განაცხადა ძაგანიამ "კვირას" პრესკლუბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×