რეზონანსი
29.11.2019

  ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი საჭეს მართავდა. შემთხვევა ახალქალაქი-ვაჩიანის გზაზე დღეს საღამოს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოსწავლეები მანქანით ცენტრალური გზიდან მინდორში გადავარდნენ და ამოტრიალდნენ.

დაშავებულები ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×