რეზონანსი
29.11.2019

  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ჩხრეკისას მას მარიხუანა აღმოაჩნდა.

გენადი ბესტაევი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და მას ადგილობრივმა „სასამართლომ" 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×