რეზონანსი
29.11.2019

  პროტესტი გაგრძელდება და არ დასრულდება ასე მარტივად, როგორც წარმოუდგენია ივანიშვილს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებული მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების სასამართლო პროცესი იმართება.

კახიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავების მიზანი იმ ადამიანების შეშინებაა, ვინც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ.

"მიზანი არის ის, რომ შეაშინონ ახალგაზრდები და შეგვაშინონ ზოგადად, ის ადამიანები, ვინც ვაპროტესტებთ ხელისუფლების სამარცხვინო საქციელს. ამ დაკავებებს ეს შედეგი არ ექნება, თუარადა, ნახონ არასამთავრობოების მომზადებული ვიდეოკლიპი "თუ დამიჭერ, ჩემს ნაცვლად გამოვა სხვა". ყველას ვერ დაიჭერენ და საბოლოო ჯამში თვითონ დაიღლებიან. ნიშანდობლივია, რომ პროტესტს ისეთი შემაშინებელი ეფექტი აქვს ხელისუფლებისთვის, რომ ათასობით პოლიციელის მობილიზება სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტის სხდომა ჩატარდეს. ეს პროტესტი გაგრძელდება და არ დასრულდება ასე მარტივად, როგორც წარმოუდგენია ივანიშვილს",- განაცხადა კახიძემ

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×