რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) „ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ „გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება" საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, „ბიბლიური თავისუფლების" წევრები „გირჩის" ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდეს.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია - პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური.

მონანიების საფასური: 50 ლარი", - აცხადებენ „გირჩში".

„გირჩმა" „ბიბლიური თავისუფლება" ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის, რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×