რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) „ტყვიებს ნუ გვესვრიან და ოკუპაციას თავი დაანებონ, კულტურულ ღონისძიებას თუ რამეს გააკეთებენ მერე რა მოხდა",- ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე გრიგორი კარასინის განცხადებას.

ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოში რუსების მონაწილეობით გაიმართება, ინციდენტების გარეშე ჩატარდება",- თქვა კარასინმა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, რუსული ენისა და კულტურული ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×