
(რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს პოლიტიკური ამნეზია სჭირს.
"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ ცუდი მეხსიერება აქვს. მეტსაც გეტყვით - "ქართულ ოცნებას" არცერთი სერიოზული დაპირება არ შეუსრულებია. "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტულად რა პირობა დადო და რა შეასრულა?! ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა „2020NEWS"-თან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "SWOT ანალიზში" განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა "სერიოზული" დაპირების შესრულება შეძლო.
როგორც ჩანს, შესრულებულ დაპირებათა შორისაა სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა; ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების განახევრება; 100 ქარხნის შექმნა; მოსახლეობის სული ინტერნეტიზაცია და ა.შ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ხალხისთვის მიცემული პირობა, 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, არ შეასრულა.