
(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და ყოველთვის ინტერესს იწვევს. ცოტა ხნის წინ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდა, მეუღლესთან ერთად, რამაც ეჭვები გააჩინა, რომ შეიძლება მალე ისიც პოლიტიკაში ვიხილოთ.
ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარი, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე ყვება თუ რას გეგმავს ივანიშვილების ოჯახი.
„გავრცელებულ ხმებზე, თითქოს ეკატერინე ხვედელიძე საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება, გულწრფელად გითხრათ, ძალიან მეცინება. ეკატერინე ხვედელიძე იქნება პირველი ნომერი, მე მეორე და ასე შემდეგ. ისე, იმათ კი ვაჯობებთ ახლა რომ თავგანწირულად იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. რა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, რა სისულელეა?! - ივანიშვილები ბავშვს ელოდებიან და ახლა მხოლოდ მაგაზეა მთელი ოჯახის ყურადღება გადატანილი. მეც ვერიდები მათ ზედმეტად შეწუხებას. ეკას კი არა, პოლიტიკაში ყოფნა, მგონი, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს! ვერ ტოვებს, თორემ ერთი სული აქვს, მანდ აღარ იყოს. ეკას პოლიტიკაში მოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!", - ამბობს ეკა ჭიჭინაძე.
„ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ და გადასარევი ურთიერთობაც აქვთ. საერთოდ ივანიშვილებისთვის ოჯახი უმთავრესია! თან ჰყვებიან ბერას მეუღლეს, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ პირობებში ეყოლებათ, ღმერთო ჩემო. ნანუკაც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა! ბერა და ნანუკა ძირითადად საქართველოში ცხოვრობენ, ახლაც აქ არიან.
რომ იძახიან ბიძინამ იყიდა ზღვა, მთა, ცაო, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა ბიძინას მოთმინებაზე! ზოგჯერ მიფიქრია, მართლა რომ დაიხუროს ქუდი და წავიდეს და ესენი მოვიდნენ, რა გვეშველბა. ერთი ინვესტორი გვყავს და რა დღეში აგდებენ და მერე რა იქნება, არც მინდა ვიფიქრო. ერთმანეთსაც კი გადაეკიდებიან. ბოლომდე გამოაჩინეს თავიანთი სახე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას აგრესიულები იყვნენ, ახლა კიდევ უარესები არიან! არც ხელისუფლებაში ვარგოდნენ და არც - ოპოზიციაში! ნული პროცენტია მათი მობრუნების შანსი, ვიდრე ჩვენი თაობა ცოცხალია. ბიძინა რომც წავიდეს, მათი მობრუნება წარმოუდგენელია", - განაცხადა მან.
კვირის პალიტრა