რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) „პირველი არხის" გარდაცვლილი ოპერატორის სანდრო ბერაძის მშობლები გადაცემა „პროფილში" ამბობენ, რომ სანდროსთვის ყველაფერი ცდუნება იყო.

„ყველაფერი ცდუნება იყო მისთვის, ფაქტიურად რასაც ვერ უძლებდა და თავის თავი შეძულდა ამ სიტუაციაში. სანდრო თავის თავთან ბრძოლაში დამარცხდა. აქ ფულზეც არ იყო საუბარი, აქ იყო თამაში თამაშისთვის და არა ფულისთვის და მოგებისთვის, ამაში იყო საქმე, აზარტმა იმდენად მოიცვა გონება, რომ თავისი თავი შეძულდა", - ამბობს სანდრო ბერაძის დედა.

„3-4 წელი იქნება რაც რაღაც თანხას მთხოვდა, მამა კაი ამ ერთხელ და აღარ ვიზამო და მაგ მხრივ ვეხმარებოდი, ბოლო პერიოდში რომ გაუჭირდა, ღიზიანდებოდა, ბოლოს ფსიქოლოგთანაც გამომყვა. მას უნდოდა საქართველოდან წასვლა, რომ გადართულიყო სხვა რამეზე. სანდროს ბევრი ვალი არ ჰქონია, წვრილ წვრილი ვალები ჰქონდა და მე ვიყავი მისი დამხმარე. სიკვდილამდე კი მან ყველა მევალეს ვალი გაუსტუმრა",- ამბობს სანდრო ბერაძის მამა გადაცემა „პროფილში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×